დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენის სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენის სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, მაჭახელას ხეობაში, მეწყრული პროცესების შედეგად დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენის სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

მიმდინარე სამუშაოები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა დიასამიძემ, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელთან ზაზა შავაძესთან ერთად დაათვალიერა.

პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია საყრდენი კედლების მშენებლობა და გზის სავალი ნაწილის სრულყოფილი აღდგენა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საყრდენი კედლების საძირკვლის მოწყობის სამუშაოები.

პროექტები აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ხორციელდება და აღნიშნული სამუშაოებისათვის დეპარტამენტის ბიუჯეტიდან 3 662 696 ლარი დაიხარჯება. პროექტი გარდამავალია და 2027 წელს დასრულდება.

სამუშაოების მიმდინარეობას ასევე გაეცნენ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ მხეიძე, ხელვაჩაურის დელეგატი აჭარის უმაღლეს საბჭოში, საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე მინდია დიასამიძე, მერის მოადგილეები, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე და აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები.

default

default
მოითხოვე საჯარო ინფორმაცია
წერილი ხელვაჩაურის მერს
წერილი საკრებულოს თავმჯდომარეს
იდეა უკეთესი ხელვაჩაურისთვის
ელექტრონული პეტიცია
ელ. მმართველობის სისტემა
ტურიზმი
ფოტო/ვიდეო გალერეა
საინფორმაციო დაფა
ძველი ვებ გვერდი
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს მთავრობა
საქართველოს პრეზიდენტი
აჭარის მთავრობა
აჭარის უმაღლესი საბჭო
ქალაქ ბათუმის მერია
ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია
ქედის მუნიციპალიტეტის მერია
შუახევის მუნიციპალიტეტის მერია
ხულოს მუნიციპალიტეტის მერია
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
Skip to content