დღეს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა.
სხდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ დადგენილებისა და განკარგულების პროექტებს დაუჭირეს მხარი.
მათ შორის, დამტკიცებულ იქნა
„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ 2025 წლის დადგენილებაში ცვლილების შეტანის პროექტი. ასევე, “ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესის დამტკიცების შესახებ“ დადგენილების პროექტი, ამასთანავე მოისმინეს ა(ა)იპ „ხელვაჩაურის სასპორტო სკოლა“-ს 2025 წლის წლიური ანგარიში.



















