ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენში კულტურის სახლის განახლების მეორე ეტაპი დასრულდა.
შესრულებულ სამუშაოებს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძესთან ერთად გაეცნო.
პროექტის ჯამური ღირებულება 1 652 485 ლარია. მეორე ეტაპის ფარგლებში მოწესრიგდა შიდა ინფრასტრუქტურა – საკონცერტო დარბაზი, საკონფერენციო და სარეპეტიციო სივრცეები, ასევე საოფისე ოთახები.
დაგეგმილია მესამე ეტაპის სამუშაოების დაწყება, რაც სცენის მოწყობას, გახმოვანების სისტემის მონტაჟსა და გარე ტერიტორიის კეთილმოწყობას ითვალისწინებს.





















