ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სოციალური სახლების მშენებლობა გრძელდება.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძესთან და აჭარის ჯანდაცვის მინისტრთან, ნინო ნიჟარაძესთან ერთად, სოფელ სალიბაურში სოციალური სახლის მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო.
სოციალური სახლის მშენებლობა 2025 წელს დაიწყო და 2028 წელს დასრულდება, რისთვისაც ბიუჯეტიდან 17 მილიონამდე ლარი დაიხარჯება, პროექტის ფარგლებში, აშენდება 114-ბინიანი სოციალური სახლი. ბინები გადაეცემათ ყოფილი ჩაის ფაბრიკის ამორტიზებულ შენობაში მცხოვრებ 65 ოჯახს და ასევე, ეკომიგრანტის სტატუსის მქონე მოქალაქეებს.
მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მეექვსე სართულის ფილის დასხმის სამუშაოები.










