ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა დიასამიძემ, ორთაბათუმის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა და სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.

მერმა სოფელ ყოროლისთავში მოქალაქეთა საცხოვრებელ სახლებთან მიმდინარე და უკვე დასრულებული ფერდსამაგრი კედლების მოწყობის სამუშაოები მოინახულა. ასევე დაათვალიერა სოფელ კაპრეშუმში საცხოვრებელ სახლთან მიმდინარე ფერდსამაგრი კედლის მოწყობის პროცესი.

აღნიშნული პროექტები მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და მეწყერსაშიში ზონების პრევენციის მიზნით ხორციელდება.

სამუშაოები მერთან ერთად დაათვალიერეს ხელვაჩაურის დელეგატმა აჭარის უმაღლეს საბჭოში, საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე მინდია დიასამიძემ, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გიორგი ქარცივაძემ, საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ედნარ ფუტკარაძემ, ასევე საკრებულოსა და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა.

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია
წერილი ხელვაჩაურის მერს
წერილი საკრებულოს თავმჯდომარეს
იდეა უკეთესი ხელვაჩაურისთვის
ელექტრონული პეტიცია
ელ. მმართველობის სისტემა
ტურიზმი
ფოტო/ვიდეო გალერეა
საინფორმაციო დაფა
ძველი ვებ გვერდი
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს მთავრობა
საქართველოს პრეზიდენტი
აჭარის მთავრობა
აჭარის უმაღლესი საბჭო
ქალაქ ბათუმის მერია
ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია
ქედის მუნიციპალიტეტის მერია
შუახევის მუნიციპალიტეტის მერია
ხულოს მუნიციპალიტეტის მერია
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
Skip to content