აჭარის სატყეო სააგენტოს თანამშრომლებთან შეხვედრა გაიმართა

აჭარის სატყეო სააგენტოს თანამშრომლებთან შეხვედრა გაიმართა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერთან ზაზა დიასამიძესთან და რეგიონის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრთან დენის სალუქვაძესთან ერთად, აჭარის სატყეო სააგენტოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას დაესწრო. სააგენტოს საქმიანობასა და განახლებულ შესაძლებლობებს გაეცნენ და უწყების ბალანსზე არსებული სპეციალიზებული ტექნიკა დაათვალიერეს.

სააგენტოს თანამშრომლებთან შეხვედრაზე სატყეო სააგენტოს მიერ განხორციელებული სამუშაოები შეაჯამეს და სამომავლო ინიციატივები განიხილეს. მთავრობის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა ტყის რესურსების ეფექტიან მართვაზე, მოსახლეობასთან მუდმივ კომუნიკაციასა და პრევენციული ღონისძიებების გაძლიერებაზე.

შეხვედრის ფარგლებში, სატყეო სექტორის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის სააგენტოს თანამშრომლებს მადლობის სიგელები გადაეცათ.

აჭარის სატყეო სააგენტო ტყის დაცვის, აღდგენისა და მდგრადი მართვის მიმართულებით მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს. ჩატარდა ტყის ინვენტარიზაციის, სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესებისა და აღდგენა-განახლების სამუშაოები. ასევე, მიმდინარეობს ტურისტული ინფრასტრუქტურის მიმართულებით მოსამზადებელი სამუშაოები, რაც ეკოტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს.

შეხვედრას აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ მხეიძე, აჭარის მთავრობის, უმაღლესი საბჭოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის, ასევე საქართველოს ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია
წერილი ხელვაჩაურის მერს
წერილი საკრებულოს თავმჯდომარეს
იდეა უკეთესი ხელვაჩაურისთვის
ელექტრონული პეტიცია
ელ. მმართველობის სისტემა
ტურიზმი
ფოტო/ვიდეო გალერეა
საინფორმაციო დაფა
ძველი ვებ გვერდი
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს მთავრობა
საქართველოს პრეზიდენტი
აჭარის მთავრობა
აჭარის უმაღლესი საბჭო
ქალაქ ბათუმის მერია
ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია
ქედის მუნიციპალიტეტის მერია
შუახევის მუნიციპალიტეტის მერია
ხულოს მუნიციპალიტეტის მერია
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
Skip to content