ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს. სოფელ მახოში ახალი საზოგადოებრივი სკვერის მოწყობის სამუშაოები დაიწყო.
მიმდინარე სამუშაოები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა დიასამიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ მხეიძესთან ერთად დაათვალიერა.
პროექტის ფარგლებში სოფელ მახოში თანამედროვე და კეთილმოწყობილი საზოგადოებრივი სივრცე შეიქმნება. ტერიტორიაზე დამონტაჟდება გარე განათება და ლითონის ღობე, განთავსდება მოსასვენებელი სკამები და სანაგვე ურნები. ასევე, მოეწყობა საბავშვო მოედანი, სადაც განთავსდება საქანელები და შესაბამისი საბავშვო ინფრასტრუქტურა. პროექტი ითვალისწინებს საპარკინგე სივრცის მოწყობას, საფეხმავლო ბილიკების ფილებით მოპირკეთებასა და ტრენაჟორების დამონტაჟებას.
ახალი საზოგადოებრივი სივრცე სოფლის მოსახლეობისთვის დასვენების, განტვირთვისა და აქტიური ცხოვრების შესაძლებლობას შექმნის.
სოფელ მახოში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მერის მოადგილეებმა, საკრებულოს წევრებმა და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.














