ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა დიასამიძემ მოადგილეებთან ერთად, მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანების თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წლის დაწყების სამზადისთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის ორგანიზებას, არსებულ საჭიროებებსა და იმ ღონისძიებებს, რომლებიც ბავშვებისთვის უსაფრთხო და კეთილმოწყობილი გარემოს უზრუნველყოფას შეუწყობს ხელს.













