სარფის, ლაზური ეთნოგრაფიულ მუზეუმში, კონფერენცია „კოლხობა – წარსული და თანამედროვეობა“ გაიმართა.

სარფის, ლაზური ეთნოგრაფიულ მუზეუმში, კონფერენცია „კოლხობა – წარსული და თანამედროვეობა“ გაიმართა.

ხელვაჩაურის დღეებიის ფარგლებში, კოლხობის სახალხო დღესასწაულთან დაკავშირებით, სოფელ სარფის, ლაზური ეთნოგრაფიულ მუზეუმში, კონფერენცია „კოლხობა – წარსული და თანამედროვეობა“ გაიმართა.

კონფერენციას ესწრებოდნენ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე, საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ მხეიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი მინდია დიასამიძე. ღონისძიების მონაწილეებს მადლობის სიგელები გადაეცათ, ლაზური კულტურისა და ისტორიის კვლევის საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის, ასევე დაჯილდოვდნენ ღონისძიების ორგანიზებაში ჩართული მოხალისე ახალგაზრდები.

კონფერენციის ფარგლებში წარმოდგენილი იყო თემატური პრეზენტაციები, მათ შორის კოლხობის სახალხო დღესასწაულის ისტორიისა და მნიშვნელობის შესახებ. ასევე გაიმართა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორების, ნუგზარ მგელაძისა და თემურ ტუნაძის წიგნის „ლაზური ეთნოლოგია“ პრეზენტაცია და მანანა თავდგირიძის მოხსენება „ორად გაყოფილი სარფის ტკივილი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შემოქმედებაში“.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ, მერის მოადგილეები, საკრებულოს წევრები, მოწვეული სტუმრები, მკვლევრები, მერიის შესაბამისი სამსახურების და კულტურის სფეროს წარმომადგენლები.

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია
წერილი ხელვაჩაურის მერს
წერილი საკრებულოს თავმჯდომარეს
იდეა უკეთესი ხელვაჩაურისთვის
ელექტრონული პეტიცია
ელ. მმართველობის სისტემა
ტურიზმი
ფოტო/ვიდეო გალერეა
საინფორმაციო დაფა
ძველი ვებ გვერდი
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს მთავრობა
საქართველოს პრეზიდენტი
აჭარის მთავრობა
აჭარის უმაღლესი საბჭო
ქალაქ ბათუმის მერია
ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია
ქედის მუნიციპალიტეტის მერია
შუახევის მუნიციპალიტეტის მერია
ხულოს მუნიციპალიტეტის მერია
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
Skip to content