ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში ლაზი მხატვრისა და პოეტის, ხასან ჰელიმიშის შემოქმედებისადმი მიძღვნილი მულტიმედიური, იმერსიული გამოფენა გაიხსნა. მსგავსი ინოვაციური ფორმატით ექსპოზიცია პირველად ჩატარდა და მხატვრის ზღვის თემატიკაზე შექმნილი ნამუშევრები გააერთიანა.
ღონისძიებას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე, საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ მხეიძესთან ერთად დაესწრო.
გამოფენა თანამედროვე ხელოვნების სივრცის მენეჯერმა, გოგა ანთიძემ გახსნა. მან აღნიშნა, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება ტრადიციულ ხელოვნებას ახალ სიცოცხლეს სძენს და დამთვალიერებელს განსხვავებულ გამოცდილებას სთავაზობს.
გამოფენას ესწრებოდნენ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, აჭარის კულტურის მინისტრი ელისო ბოლქვაძე, უმაღლესი საბჭოს წევრები და სტუმრები.
ღონისძიებას მოწვეული სტუმარი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მეუღლე, სოფიო ბაკურიძე, მხატვრის შვილი ნარიმა ჰელიმიში ასევე, ხელოვნებათმცოდნეები ესწრებოდნენ.
გამოფენა ტრადიციულ და ციფრულ ფორმატებს აერთიანებს და დამთვალიერებლებს ჰელიმიშის შემოქმედებით სამყაროში მოგზურობის შესაძლებლობას აძლევს. ექსპოზიცია მეხსიერების, ნოსტალგიისა და თავისუფლების თემებს აერთიანებს, სადაც ზღვა მხატვრის შემოქმედების მთავარ სიმბოლოდ და შთაგონების წყაროდ გვევლინება.
პროექტი აჭარის კულტურის სამინისტროს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერითა და ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცის ორგანიზებით ხორციელდება.
















