ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა დიასამიძემ, მერიის შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, მოქალაქეთა მორიგი მიღება გამართა, სადაც 25-მდე მოქალაქე მიიღო.
მიღებას ესწრებოდნენ ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის პროექტის „ახალგაზრდული მუნიციპალური მმართველობის აკადემიის“ მონაწილეები, რომლებმაც პროექტის ფარგლებში “ერთი დღე მერის ამპლუაში” გაატარეს და მის საქმიანობას გაეცნენ. ახალგაზრდებმა მონაწილეობა მიიღეს მოქალაქეთა მიღების პროცესში და უშუალოდ დააკვირდნენ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელის ყოველდღიურ საქმიანობას.
შეხვედრაზე მოქალაქეებმა მათთვის აქტუალურ საკითხებსა და საჭიროებებზე ისაუბრეს. განხილული საკითხები ძირითადად სოციალურ და ინფრასტრუქტურულ მიმართულებებს შეეხებოდა.
მოქალაქეთა მიღება ადგილობრივ ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის უშუალო კომუნიკაციის მნიშვნელოვანი ფორმატია, რომელიც მოსახლეობის საჭიროებების გაცნობას, პრიორიტეტული საკითხების განსაზღვრასა და მათ ეტაპობრივად მოგვარებას უწყობს ხელს.



















