ისტორია და გეოგრაფია

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მდებარეობს დასავლეთ საქართველოს უკიდურეს სამხრეთ ნაწილში. ფართობი – 36711.174 ჰა. მოსახლეობა – 63 300. 11 ადმინისტრაციული ერთეული, სოფელი-64. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი მდებარეობს ქ. ბათუმში, დიდაჭარის ქუჩა #23. ჩრდილოეთით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს ესაზღვრება ქ.ბათუმი და ნაწილობრივ ქობულეთის მუნიციპალიტეტი, აღმოსავლეთით ქედის მუნიციპალიტეტი, სამხრეთ-აღმოსავლეთით თურქეთის რესპუბლიკა, სამხრეთ-დასავლეთით შავი ზღვა. სანაპიროს სიგრძე შეადგენს 3 კმ-ს. ვაკე დაბლობებზე მორფოლოგიურად გამოიყოფა ზღვისპირა პლაჟი. ყველაზე დიდი და წყალუხვი მდინარეა ჭოროხი, რომლის სიგრძე მუნიციპალიტეტის ფარგლებში შეადგენს 21 კმ-ს.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ძირითადი ნაწილი მთაგორიანია და ხასიათდება მცირემიწიანობით. ახალი მიწების ათვისება პრაქტიკულად ამოწურულია . მუნიციპალიტეტი სპეციფიკურია თავისი გეოგრაფიული და კლიმატური პირობებით. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ჰავა, ისევე როგორც შავი ზღვის მთელი სანაპირო ზოლისა, წარმოადგენს ნოტიო-სუბტროპიკული ჰავის სახე სხვაობას და იგი ჩვეულებრივ გამოირჩევა ტემპერატურის უმნიშვნელო რყევადობით.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ჰავის სუბტროპიკული ხასიათი და ბუნება უმთავრესად განპირობებულია მისი გეოგრაფიული მდებარეობით, ასევე რელიეფის სირთულით და შავ ზღვასთან სიახლოვით.

ნალექების უმეტესი ნაწილი უმთავრესად შემოდგომასა და ზამთარში მოდის. ყველაზე უმცირესი კი გაზაფხულსა და ზაფხულში. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქარის საშუალო სიჩქარე უდრის 1,9 მ/წმ-ს.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ზღ.დ. 500-1200 მ-მდე გავრცელებული გახლავთ ტყის ზონა, რომელიც უმეტესწილად წარმოდგენილია სხვადასხვა ფოთლოვანი მცენარით. ამ ზონის ფარგლებში ძირითადად ვხდებით წიფლის ტყეებს.

ძუძუმწოვართაგან გავრცელებულია ტურა, მგელი, დათვი, ირემი, შველი. ასევე მრავლადაა სხვა და სხვა სახის ხელფრთიანები, მაგალითად, ღამურა, ჭილყვავი, შევარდენი, ძერა, ოფოფი, ტყის ქათამი, გედი, იხვი, მწყერი.

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია
წერილი ხელვაჩაურის მერს
წერილი საკრებულოს თავმჯდომარეს
იდეა უკეთესი ხელვაჩაურისთვის
ელექტრონული პეტიცია
ელ. მმართველობის სისტემა
ტურიზმი
ფოტო/ვიდეო გალერეა
საინფორმაციო დაფა
ძველი ვებ გვერდი
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს მთავრობა
საქართველოს პრეზიდენტი
აჭარის მთავრობა
აჭარის უმაღლესი საბჭო
ქალაქ ბათუმის მერია
ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია
ქედის მუნიციპალიტეტის მერია
შუახევის მუნიციპალიტეტის მერია
ხულოს მუნიციპალიტეტის მერია
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
Skip to content