მაჭახელას ხეობაში 100 მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს დააზღვევენ

მაჭახელას ხეობაში 100 მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს დააზღვევენ

მაჭახელას ხეობაში სოფელ ქედქედში და ზედა ჩხუტუნეთში 100 მსხვილფეხა რქოსან პირუტყვის დაზღვევა იგეგმება. თანხა გაეროს განვითარების პროგრამისა და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის პროექტის ფარგლებში გამოიყოფა.

  აღნიშნული გადაწყვეტილების მიზანია მოსახლეობისთვის მტაცებელისგან მიყენებული ზარალის ანაზღაურება. გასულ წელს მაჭახელას  ხეობაში მსხვილფეხა პირუტყვზე რამდენჯერმე დაფიქსირდა მტაცებელი ცხოველის თავდასხმის ფაქტი, სწორედ აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად პროექტი დაფინანსდება.