მესამე საერთაშორისო ტურნირი მშვილდოსნობაში დასრულდა
ევროპის ჩემპიონების ხათუნა ნარიმანიძისა და ასმათ დიასამიძის სახელობის მესამე საერთაშორისო ტურნირი გაიმართა მშვილდოსნობაში სასპორტო სკოლაში . შეჯიბრებაში სომეხი და თურქი სპორტსმენები მონაწილეობდნენ. გამოვლინდნენ გამარჯვებულები სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში.პირველი ადგილი შერეულ წყვილში ნიკუშა თავდგირიძემ, მეორე ადგილი გუნდურში ირა არჯევანიძემ, ანა დუმბაძემ და ციკო ფუტკარაძემ მოიპოვა. გამარჯვებულებს ფასიანი საჩუქრები, სიგელები და მედლები გადაეცათ. ჩემპიონატს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნადიმ ვარშანიძე ესწრებოდა.