მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტებისთვის 2017 წელს 25 000 000 ლარი გამოიყოფა
2017 წლის 17 მაისს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის ხელმძღვანელობით, მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. მთავრობის თავმჯდომარემ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე მინისტრთა კაბინეტს, გამგებლებსა და ქალაქის მერს, ასევე დამსწრე მედიის წარმომადგენლებს რეგიონში მიმდინარე სამუშაოების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
სხდომა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხებით გაგრძელდა.
აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა კახა შაშიკაძემ აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული აჭარის მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ წარადგინა ინფორმაცია.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2017 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის თანახმად, ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისათვის მიმდინარე წელს გათვალისწინებულია 25 000 000 ლარი.
ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტების მიერ განსახორციელებელი 28 პროექტის დასაფინანსებელი თანხა საერთო ჯამში შეადგენს 12 173 599 ლარს.
ბათუმის მერმა და ხუთივე მუნიციპალიტეტის გამგებელმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს გასნახორციელებელი პროექტები წარუდგინა.