22 აპრილს, დედამიწის დღის აღსანიშნავად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში გაიმართა “გამწვანების აქცია”, რომლის მიზანია ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და მწვანე სივრცეების ზრდა.
ჯანსაღი და ეკოლოგიურად სუფთა გარემო, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია მუნიციპალიტეტისთვის, რადგან ის პირდაპირ გავლენას ახდენს მოსახლეობის ცხოვრების ხარისხზე.
აქციის ფარგლებში:
დაირგო ნერგები;
დასუფთავდა გარემო
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებმა, მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის სხვადასხვა სამსახურებმა, ასევე აქტიურად ჩაერთო ადგილობრივი მოსახლეობაც.