ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის ორგანიზებით, ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის ფარგლებში ახალგაზრდებს მიაწოდეს ინფორმაცია 2026 წელს დაგეგმილი პროგრამებისა და ღონისძიებების შესახებ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გიორგი ქარცივაძე, ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის ხელმძღვანელი ნინო დოლიძე, საკრებულოს წევრები, ახალგაზრდობის ცენტრის წარმომადგენლები, რესურსცენტრის წარმომადგენლები, სკოლის დირექტორები, პედაგოგები და ახალგაზრდები.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტიპის საინფორმაციო შეხვედრები აჭარის რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტში ჩატარდა.






















