სოფელ ახალსოფელში, შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

სოფელ ახალსოფელში, შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით, ჭარნალის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ახალსოფელში, შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

მიმდინარე სამუშაოები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა დიასამიძემ საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ მხეიძესთან ერთად დაათვალიერა.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 560 მეტრი სიგრძის შიდა სასოფლო გზის მოწყობა, 250 მეტრი სიგრძის სანიაღვრე არხის მშენებლობა, 16-მეტრიანი ნაპირსამაგრი კედლისა და სამანქანე ხიდის მოწყობა.

აღნიშნული ინფრასტრუქტურული სამუშაოები ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას და უზრუნველყოფს ტერიტორიის ინფრასტრუქტურის განვითარებას.

სამუშაოების მიმდინარეობას ასევე გაეცნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი, ხელვაჩაურის დელეგატი და საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე მინდია დიასამიძე, მერის მოადგილე მანუჩარ მანველიძე, საკრებულოს წევრები და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები.

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია
წერილი ხელვაჩაურის მერს
წერილი საკრებულოს თავმჯდომარეს
იდეა უკეთესი ხელვაჩაურისთვის
ელექტრონული პეტიცია
ელ. მმართველობის სისტემა
ტურიზმი
ფოტო/ვიდეო გალერეა
საინფორმაციო დაფა
ძველი ვებ გვერდი
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს მთავრობა
საქართველოს პრეზიდენტი
აჭარის მთავრობა
აჭარის უმაღლესი საბჭო
ქალაქ ბათუმის მერია
ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია
ქედის მუნიციპალიტეტის მერია
შუახევის მუნიციპალიტეტის მერია
ხულოს მუნიციპალიტეტის მერია
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
Skip to content