ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი, ზაზა დიასამიძე ახალშენის კულტურის სახლის მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.
კულტურის სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. დასრულების ეტაპზეა შენობის გარე ფასადი, ინტენსიურად მიმდინარეობს სარემონტო და მოსაპირკეთებელი სამუშაოები, დასრულდა დარბაზის ძირითადი სივრცის მოწყობა.
სამუშაო პროცესი დაათვალიერეს საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ მხეიძემ, უმაღლესი საბჭოს წევრმა – მინდია დიასამიძემ, მერის მოადგილეებმა და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა.















