ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა დიასამიძემ განთიადის საბავშვო ბაღში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.
სოფელ განთიადში 200 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასკვნით ფაზაშია. ამ ეტაპზე ხორციელდება შიდა სარემონტო და კეთილმოწყობის სამუშაოები. შენობა თანამედროვე სტანდარტების სრული დაცვით შენდება და იქნება ადაპტირებული. ასევე, აღნიშნულ შენობაში განთავსდება მუსიკალური სკოლა. პროექტის დასრულება დაგეგმილია 2026 წლის სააღმზრდელო პროცესის დაწყებამდე.
სამშენებლო სამუშაოები მერთან ერთად დაათვალიერეს საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ მხეიძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა მინდია დიასამიძემ, მერის მოადგილეებმა და მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებმა.

















