ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა დიასამიძემ, მოადგილეებთან, სამსახურების, განყოფილებების, მუნიციპალური ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან და ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნა მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროცესები, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობის მიმდინარეობას.
ასევე, ისაუბრეს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, განათლების, კულტურისა და სპორტის სფეროში დაგეგმილ და განხორციელებულ აქტივობებზე, შესყიდვებისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით არსებულ საჭიროებებზე.

















