ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა დიასამიძემ, მერის მოადგილეებთან ერთად, მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და მუნიციპალური ორგანიზაციების ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე განიხილეს მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამუშაოები, 2026 წლის პრიორიტეტული მიმართულებები, დაგეგმილი ინფრასტრუქტურული, სოციალური და კულტურული პროექტები.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებული გამოწვევების შეფასებას, მოსახლეობის საჭიროებებზე ოპერატიულ რეაგირებასა და მუნიციპალური სერვისების ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესების საკითხებს.
შეხვედრის დასასრულს მერმა სამსახურებსა და მუნიციპალური ორგანიზაციების ხელმძღვანელებს კონკრეტული დავალებები და რეკომენდაციები მისცა.











