დღეს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა.
სხდომაზე საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს და შესაბამის განკარგულების პროექტებს მხარი დაუჭირეს.
მათ შორის, დამტკიცდა ორი განკარგულების პროექტი, რომელიც მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქალაქ ბათუმში, მახვილაურსა და კახაბერში მდებარე მიწის ნაკვეთების სერვიტუტით დატვირთვაზე თანხმობის მიცემას ითვალისწინებს.
ასევე, საკრებულოს წევრებს წარედგინათ დროებითი სამუშაო ჯგუფის დასკვნა, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების შესაძლო ცვლილებასთან დაკავშირებით გაწეული საქმიანობისა და ჩატარებული სამუშაოების შედეგების შესახებ.
ამასთან, საკრებულომ დაამტკიცა განკარგულების პროექტი ახალი დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ.















