ქართული გალა „გონიოს ჰანგები” გაიმართა.

ქართული გალა „გონიოს ჰანგები” გაიმართა.

აჭარის მთავრობის მხარდაჭერით, გონიო-აფსაროსის ისტორიული მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე გრანდიოზული ქართული გალა „გონიოს ჰანგები” გაიმართა.

საფუძველი ჩაეყარა ახალ, მასშტაბურ საერთაშორისო ფესტივალს, რომლის მიზანია საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ისტორიის გაცოცხლება, მისი პოპულარიზაცია და კულტურული დიალოგის ხელშეწყობა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე ოჯახთან ერთად, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი, ზაზა დიასამიძე, ოჯახთან ერთად, კულტურის მინისტრი, ელისო ბოლქვაძე, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, რევაზ ნადარაია, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები, აჭარის მუნიციპალიტეტების მერები და საკრებულოს თავმჯდომარეები, საქართველოს პარლამენტის, ასევე აფხაზეთის მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსი და მოწვეული სტუმრები.

გალა კონცერტში მონაწილეობდნენ – ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრი დავით მუქერიას დირიჟორობით, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის კაპელა – ქორმაისტერი რუსუდან ბერიძე, ვოკალური ანსამბლი „ბათუმი“ – ქორმაისტერი გელა ვადაჭკორია, ასევე ადგილობრივი და მოწვეული ქართველი ვარსკვლავები: არჩილ გოგიტიძე, ოთარ ნაკაშიძე, ჭაბუკა სურმანიძე, დავით გველესიანი, ჯორჯ გურენი, ლელა სიხარულიძე, თეა გელოვანი, ქეთევან ქემოკლიძე, მარიანა ბერიძე, ბერდია ონიანი. საღამოს უძღვებოდა ტელეწამყვანი და ჟურნალისტი – ბერდია კუტუბიძე.

პროექტი ,,გონიოს ჰანგები” განხორციელდა აჭარის კულტურის სამინისტროს ინიციატივით, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრისა და აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით.

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია
წერილი ხელვაჩაურის მერს
წერილი საკრებულოს თავმჯდომარეს
იდეა უკეთესი ხელვაჩაურისთვის
ელექტრონული პეტიცია
ელ. მმართველობის სისტემა
ტურიზმი
ფოტო/ვიდეო გალერეა
საინფორმაციო დაფა
ძველი ვებ გვერდი
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს მთავრობა
საქართველოს პრეზიდენტი
აჭარის მთავრობა
აჭარის უმაღლესი საბჭო
ქალაქ ბათუმის მერია
ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია
ქედის მუნიციპალიტეტის მერია
შუახევის მუნიციპალიტეტის მერია
ხულოს მუნიციპალიტეტის მერია
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
Skip to content