ხელვაჩაურის მერიაში წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურთან დაკავშირებული ცვლილებები განიხილეს.
შეხვედრას ესწრებოდნენ სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს აჭარის ა/რ რეგიონული ცენტრის უფროსი, ვიცე-პოლკოვნიკი ზაზა არველაძე, გაწვევის განყოფილების უფროსი, ვიცე -პოლკოვნიკი დურმიშხან ხუჭუა, სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და რეკრუტირების ხელვაჩაურის მუნიციპალური განყოფილების უფროსი – მაიორი ფრიდონ მახარაძე, განყოფილების უფროსი სერჟანტი – რუსლან კახიძე, მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურის ხელმძღვანელები და თანამშრომლები.
შეხვედრაზე საქართველოს თავდაცვის კოდექსით განსაზღვრული ცვლილებები განიხილეს, რომლებიც 2025 წლიდან წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურს შეეხება.
კანონმდებლობის მიხედვით, 2025 წლიდან წვევამდელთა შერჩევა ყოველწლიური შემთხვევითი შერჩევის პრინციპით განხორციელდება, ხოლო სამხედრო სამსახურის გავლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში.
წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის პირობები:
11-თვიანი სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ, აღნიშნული პირები რეზერვში ჩაირიცხებიან.












