ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები.
ორთაბათუმისა და შარაბიძეების ადმინისტრაციულ ერთეულში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა დიასამიძემ, საკრებულოს თავმჯდომარესთან, თენგიზ ირემაძესთან და მერიის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, მიმდინარე პროცესები მოინახულა, შეხვდა მოსახლეობას, მოისმინა მათი საჭიროებები და მუნიციპალიტეტის განვითარებასთან დაკავშირებული მათი ინიციატივები.
სოფელი ზანაქიძეები, ხიდის მოწყობის სამუშაოები
სოფელი მასაურა გზის რეაბილიტაცია
სოფელი კაპრეშუმი, შიდა სასოფლო გზაზე ფერდსამაგრი კედლის მოწყობის სამუშაოები.
ჩვენ გვინდა შევქმნათ მოსახლეობის უსაფრთხოებასა და საჭიროებებზე მაქსიმალურად მორგებული გარემო, ამიტომ ინფრასტრუქტურული სამუშაოები, მუნიციპალიტეტის მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს და ამ კუთხით, აქტიურად ვმუშაობთ – აღნიშნა ზაზა დიასამიძემ.