ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი, ზაზა დიასამიძე, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრის ფარგლებში, მერმა მოისმინა მოქალაქეთა საჭიროებები, ისაუბრა საკითხის მოგვარების გზებზე და მიაწოდა ინფორმაცია მუნიციპალიტეტში დაგეგმილი პროგრამებისა და პროექტების შესახებ.
შეხვედრას ესწრებოდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელის მ/შ ნონა ქოქოლაძე.