ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა დიასამიძემ ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს წევრებთან პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრის ფარგლებში მუნიციპალიტეტის მერმა ახალგაზრდებს ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობა, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ ინფორმაცია გააცნო.
მერმა აღნიშნა, რომ ახალგაზრდული საბჭოს მონაწილეობა და აქტიური ჩართულობა მნიშვნელოვანი წინაპირობაა მუნიციპალიტეტში ეფექტიანი ახალგაზრდული პოლიტიკის დაგეგმვის, განხორციელებისთვისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.
თავის მხრივ, საბჭოს წევრებმა მერს საკუთარი ინიციატივები, ხედვები და სამომავლო გეგმები წარუდგინეს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა.
ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს წევრებმა თავმჯდომარედ საბა სურმანიძე, თავმჯდომარის მოადგილედ ლაშა თანდილავა, ხოლო მდივნად თათია ცინცქილაძე აირჩიეს.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო მერის უფლებამოსილების ვადით ფუნქციონირებს და მასში გაერთიანებული არიან მუნიციპალიტეტში მცხოვრები 14-დან 29 წლამდე ახალგაზრდები.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე მირიან კვირიტიძე, მერის მოადგილე გიორგი ქარცივაძე და განათლებისა და კულტურის სამსახურის წარმომადგენლები



