სოფელ განთიადის საბავშვო ბაღის მშენებლობა სრულდება.

სოფელ განთიადის საბავშვო ბაღის მშენებლობა სრულდება.

სოფელ განთიადის საბავშვო ბაღის მშენებლობა სრულდება. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა დიასამიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ მხეიძესთან ერთად, საბავშვო ბაღი დაათვალიერა.

200 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღი თანამედროვე სტანდარტებისა და უსაფრთხოების ყველა მოთხოვნის სრული დაცვით შენდება და ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის. შენობაში ეწყობა სააღმზრდელო სივრცეები, საძინებლები, სასადილო, სამზარეულო, მრავალფუნქციური დარბაზი. შენობაში განთავსებული იქნება მუსიკალური სკოლა და ადმინისტრაციის კაბინეტი.

საბავშვო ბაღი სააღმზრდელო პროცესს 2026 წლის ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წლის დაწყებისთანავე დაიწყებს და მასში რვა სააღმზრდელო ჯგუფი იფუნქციონირებს.

სამშენებლო სამუშაოები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად დაათვალიერეს ხელვაჩაურის დელეგატმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში, საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე მინდია დიასამიძემ, მერის მოადგილეებმა, საკრებულოსა და მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებმა.

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია
წერილი ხელვაჩაურის მერს
წერილი საკრებულოს თავმჯდომარეს
იდეა უკეთესი ხელვაჩაურისთვის
ელექტრონული პეტიცია
ელ. მმართველობის სისტემა
ტურიზმი
ფოტო/ვიდეო გალერეა
საინფორმაციო დაფა
ძველი ვებ გვერდი
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს მთავრობა
საქართველოს პრეზიდენტი
აჭარის მთავრობა
აჭარის უმაღლესი საბჭო
ქალაქ ბათუმის მერია
ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია
ქედის მუნიციპალიტეტის მერია
შუახევის მუნიციპალიტეტის მერია
ხულოს მუნიციპალიტეტის მერია
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
Skip to content