ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ჩხუტუნეთის ციხის „ყალი ვაკის“ ტერიტორიაზე, საერთაშორისო არქეოლოგიური ექსპედიცია დაიწყო.
ექსპედიცია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, ბსუ-ს ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტისა და სიეტლის უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს (პროექტის ხელმძღვანელი როინ მალაყმაძე). კვლევაში მონაწილეობენ საქართველოს, ამერიკის შეერთებული შტატების, კანადის, დიდი ბრიტანეთის, ლიეტუვის, გერმანიის არქეოლოგები და მკვლევრები.
პროექტის მიზანია ჩხუტუნეთის ციხე-სიმაგრის არქეოლოგიური კვლევა და ისტორიული მნიშვნელობის შესწავლა.
საერთაშორისო არქეოლოგიური ექსპედიცია ჩხუტუნეთის ციხის ტერიტორიაზე 22 აგვისტოს დასრულდება.
