ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც საბჭოს თავმჯდომარე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე ხელმძღვანელობდა.
სხდომაზე საბჭოს წევრებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები მუნიციპალიტეტში შშმ პირთათვის მოქმედი პროგრამებისა და საბჭოს მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშის შესახებ.
ასევე, სხდომაზე განიხილეს მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები და 2027 წლისთვის დაგეგმილი ღონისძიებები.
შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა. მონაწილეებმა ისაუბრეს შშმ პირთა საჭიროებების, არსებული გამოწვევებისა და ინფრასტრუქტურული გარემოს გაუმჯობესების საკითხებზე.
შშმ პირთა საჭიროებებზე მორგებული მუნიციპალური პროგრამების განვითარება, ხელმისაწვდომი გარემოს უზრუნველყოფა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი სრულფასოვანი ჩართულობის ხელშეწყობა მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვან პრიორიტეტებს წარმოადგენს.















