ხელვაჩაურის კულტურის ცენტრში პროექტი „ეკომეგობრული აჭარა 2026“-ის ფარგლებში სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გიორგი ქარცივაძე, “ვეისთლესის” თავმჯდომარე გიორგი გულიაშვილი, რესურსცენტრის ხელმძღვანელი ხათუნა დიდმანიძე, მერიის სამსახურის წარმომადგენლები სკოლის დირექტორები, მასწავლებლები და სკოლის მოსწავლეები ესწრებოდნენ.
მოსწავლეებთან შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში გაიმართა, საუბარი შეეხო ელექტრო ნარჩენების სწორად მართვასა და გარემოსდაცვით ინიციატივებში მათი ჩართულობის მნიშვნელობაზე.
შეხვედრები აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტის 36 შერჩეულ საჯარო სკოლის მოსწავლოეებთან გაიმართება. რის შემდეგ მოსწავლეებისთვის გამოცხადდება კონკურსები, რომლებიც მათ შესაძლებლობას მისცემს, საკუთარი წვლილი შეიტანონ ელექტრო ნარჩენების შეგროვებასა და თანატოლებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებაში.
პროექტის ფარგლებში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში შერჩეულ სკოლის დირექტორებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.














