საქართველოს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ასოციაცია „ვეისთლესმა“ რეგიონული კამპანიის “ეკომეგობრული აჭარა 2026” ფარგლებში აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტის მერებთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრის ბოლოს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა დიასამიძემ, “ვეისთლესის თავმჯდომარე გიორგი გულიაშვილთან ურთიერთთანამშობლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი.
მემორანდუმი მიზნად ისახავს მერიებთან თანამშრომლობით საზოგადოების, განსაკუთრებით ახალგაზრდებისა და მოსწავლეების, ცნობიერების ამაღლებას ნარჩენების სწორ მართვასა და გარემოს დაცვაზე, სასკოლო კონკურსის მიმდინარეობისას მუნიციპალურ მხარდაჭერასა და სპეციფიკური ნარჩენების სწორი მართვის თაობაზე გრძელვადიან თანამშრომლობას.
შეხვედრაზე ისაუბრეს რეგიონში შერჩეული 36 სკოლის მოსწავლეებთან, საგანმანათლებლო შეხვედრების ფაზის წარმატებით ჩატარების შესახებ და სასკოლო კონკურსის შესახებ, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეები შეაგროვებენ ელექტრო ნარჩენებს და აწარმოებენ სოციალურ კამპანიას.
“ეკომეგობრული აჭარის” გამარჯვებულები ის სკოლები გახდებიან, ვინც ყველაზე მეტ ელექტრონარჩენს შეაგროვებენ. პროექტის დასკვნით ეტაპზე, რომელიც 28 ნოემბერს გაიმართება, ჩატარდება მასშტაბური ეკო-ფესტივალი ბათუმის სპორტის სასახლეში.

















