„ჩემი პირველი ნერგი“ – პროგრამის ფარგლებში 41 000-ზე მეტი პირველკლასელი საქართველოს მასშტაბით საკუთარ პირველ ნერგს რგავს.

„ჩემი პირველი ნერგი“ – პროგრამის ფარგლებში 41 000-ზე მეტი პირველკლასელი საქართველოს მასშტაბით საკუთარ პირველ ნერგს რგავს.

„ჩემი პირველი ნერგი“ – პროგრამის ფარგლებში 41 000-ზე მეტი პირველკლასელი საქართველოს მასშტაბით საკუთარ პირველ ნერგს რგავს.

საქართველოს მთავრობის ინიციატივით, 41 000-ზე მეტი პირველკლასელი ქვეყნის მასშტაბით გამწვანების მასშტაბურ ღონისძიებაში იღებს მონაწილეობას და საკუთარ პირველ ნერგს რგავს.

ნერგების დარგვის ღონისძიებები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში გაიმართა, სადაც 720-მა პირველკლასელმა დარგო თავისი პირველი ხე.

პროექტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით ხორციელდება.

პროგრამის ფარგლებში, ნერგების დარგვა 22 ოქტომბერს დაიწყო და 9 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. ამ პერიოდში თბილისსა და საქართველოს ათივე რეგიონში, ჯამში 41 000-ზე მეტი ნერგი დაირგვება.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სახეობის ნერგი დაირგო, რომლებიც ბუნებრივი და კლიმატური პირობების გათვალისწინებით შეირჩა. ესენია: კავკასიური ფიჭვი, კავკასიური ცაცხვი, კოლხური ბზა, მინდვრის ნეკერჩხალი, პირამიდალური ვერხვი, პირამიდალური კვიპაროსი, ქართული მუხა და ჰიმალაის კედარი.

პროგრამისთვის სპეციალურად შეიქმნა ვებპლატფორმა – https://cheminergi.eiec.gov.ge/ka, სადაც განთავსებულია ინფორმაცია პროგრამის, ნერგების სახეობებისა და მათი მოვლის წესების შესახებ. პლატფორმის საშუალებით შესაძლებელია დარგული ნერგების რეგისტრაცია და მათი ადგილმდებარეობის ნახვა ინტერაქტიულ რუკაზე.
პროგრამის მიზანია, ადრეული ასაკიდან ბავშვებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, ბუნების მიმართ პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების ჩამოყალიბება და გარემოზე ზრუნვის კულტურის განვითარება.

ინიციატივა აერთიანებს გარემოსდაცვით განათლებასა და პრაქტიკულ საქმიანობას – საკუთარი პირველი ნერგის დარგვით ბავშვები უშუალოდ მონაწილეობენ ქვეყნის გამწვანებაში, სწავლობენ ბუნებაზე ზრუნვის მნიშვნელობას და საკუთარი წვლილი შეაქვთ ახალი მწვანე სივრცეების შექმნაში.

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია
წერილი ხელვაჩაურის მერს
წერილი საკრებულოს თავმჯდომარეს
იდეა უკეთესი ხელვაჩაურისთვის
ელექტრონული პეტიცია
ელ. მმართველობის სისტემა
ტურიზმი
ფოტო/ვიდეო გალერეა
საინფორმაციო დაფა
ძველი ვებ გვერდი
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს მთავრობა
საქართველოს პრეზიდენტი
აჭარის მთავრობა
აჭარის უმაღლესი საბჭო
ქალაქ ბათუმის მერია
ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია
ქედის მუნიციპალიტეტის მერია
შუახევის მუნიციპალიტეტის მერია
ხულოს მუნიციპალიტეტის მერია
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
Skip to content