ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი, კანონმდებლობის შესაბამისად, განსახილველად წარედგინა მუნიციპალიტეტის საკრებულოს. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის თანახმად, წარმოდგენილი დოკუმენტი განსახილველად გადაეცა ხუთ მუდმივმოქმედ კომისიასა და ფრაქციებს.
- იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისია;
- სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურისა და გარემოს დაცვის საკითხთა კომისია;
- განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომისია;
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისია;
- საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისია;
- ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“;
- ფრაქცია „ხალხის ძალა“.
საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად, წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტი განხილულ იქნება კომისიების მიერ და არაუგვიანეს 25 ნოემბრისა, არსებობის შემთხვევაში, შენიშვნებისა და რეკომენდაციების სახით დაბრუნებულ იქნება მუნიციპალიტეტის მერიაში.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი
2027 წლის ბიუჯეტის პროგრამული ნაწილი
2027 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ 1
2027 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ 2
სიმულაციური ახალგაზრდული საკრებულოს სხდომა გაიმართა.
ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის ორგანიზებით, ახალგაზრდული მუნიციპალური მმართველობის აკადემია პროექტის დასკვნითი ღონისძიების ფარგლებში, სიმულაციური ახალგაზრდული საკრებულოს სხდომა გაიმართა.
შეხვედრის მიზანს ახალგაზრდებში ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის შესახებ ცნობიერების ამაღლება, სამოქალაქო ჩართულობის ხელშეწყობა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათი მონაწილეობის წახალისება წარმოადგენდა.
სხდომის მონაწილე ახალგაზრდებმა საკუთარი ინიციატივები და იდეები წარადგინეს. გაიმართა წარმოდგენილ იდეებს შორის კონკურსიც, ახალგაზრდებს შესაძლებლობა მიეცათ, წარმოეჩინათ ხედვები და ემსჯელათ მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვან საკითხებსა და მათი გადაჭრის გზებზე.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე მირიან კვირიტიძე, მერის მოადგილე გიორგი ქარცივაძე, მერიის სამსახურებისა და საკრებულოს წარმომადგენლები. სტუმრებმა ახალგაზრდებს ინიციატივებისა და აქტიური ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადეს და პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
ღონისძიების დასასრულს პროექტის მონაწილეებს გადაეცათ შესაბამისი სერტიფიკატები და ფასიანი საჩუქრები.
„ახალგაზრდული მუნიციპალური მმართველობის აკადემიის“ მონაწილეებმა “ერთი დღე მერის ამპლუაში” გაატარეს
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა დიასამიძემ, მერიის შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, მოქალაქეთა მორიგი მიღება გამართა, სადაც 25-მდე მოქალაქე მიიღო.
მიღებას ესწრებოდნენ ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის პროექტის „ახალგაზრდული მუნიციპალური მმართველობის აკადემიის“ მონაწილეები, რომლებმაც პროექტის ფარგლებში “ერთი დღე მერის ამპლუაში” გაატარეს და მის საქმიანობას გაეცნენ. ახალგაზრდებმა მონაწილეობა მიიღეს მოქალაქეთა მიღების პროცესში და უშუალოდ დააკვირდნენ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელის ყოველდღიურ საქმიანობას.
შეხვედრაზე მოქალაქეებმა მათთვის აქტუალურ საკითხებსა და საჭიროებებზე ისაუბრეს. განხილული საკითხები ძირითადად სოციალურ და ინფრასტრუქტურულ მიმართულებებს შეეხებოდა.
მოქალაქეთა მიღება ადგილობრივ ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის უშუალო კომუნიკაციის მნიშვნელოვანი ფორმატია, რომელიც მოსახლეობის საჭიროებების გაცნობას, პრიორიტეტული საკითხების განსაზღვრასა და მათ ეტაპობრივად მოგვარებას უწყობს ხელს.
- კალენდარი
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
|---|


















































