ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, საქართველოს მთავრობის ორგანიზებით საახალწლო ღონისძიების ,,ახალი წლის დღეები“ სამზადისი მიმდინარეობს.
14.00 საათიდან წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა გასართობი პროგრამები:
მოსიარულე დრამერების და კოსტიუმირებული გმირების მსვლელობა.
ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტი.
საშობაო ბაზრობა: ადგილობრივი ნაწარმის გამოფენა – გაყიდვა.
საბავშვო ზონა – სახელოსნო, საახალწლო ხელნაკეთი ნივთების დამზადება.
ანიმატორების საბავშვო პროგრამა.
თოვლის ბაბუას კუთხე: საახალწლო გმირებთან და თოვლის ბაბუასთან ბავშვების შეხვედრა, საჩუქრების (ტკბილეულის) დარიგება.
მოსიარულე დრამერების შოუ.
საღამო “დუეტ ლეონის”, “ღამის შოუს ბენდის”კონცერტითა და გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდება.