ვუერთდები საზეიმო განწყობას, ვულოცავ მე-12 კლასელებს სკოლის დასრულებას და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას.
გისურვებთ წარმატებას თქვენს მიერ არჩეულ გზაზე, ამ დღეს სიხარულიც ახლავს და მღელვარებაც, მომავალი გამარჯვებების მოლოდინიც და პასუხისმგებლობაც, მინდა იყოთ მიზანდასახულები, გაბედულები, კრეატიულები და ძლიერები თქვენი მიზნების ასრულებისას.
ასევე, ვულოცავ დღევანდელ დღეს პედაგოგებს, კურსდამთავრებულთა მშობლებს, ყველას, ვინც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩვენი ახალგაზრდების აღზრდასა და განათლებაში.
მომავალი თქვენია, თქვენ უნდა იზრუნოთ ჩვენს ქვეყანაზე.
გილოცავთ! გილოცავთ! გილოცავთ!
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე.

