მახინჯაურის საჯარო სკოლის მშენებლობა

მახინჯაურის საჯარო სკოლის მშენებლობა
🔹ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა დიასამიძემ, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან მაია ხაჯიშვილთან ერთად, მახინჯაურის საჯარო სკოლის მშენებლობა დაათვალიერა.
➡️ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის დაბა მახინჯაურის საჯარო სკოლის ახალი დამატებითი სამსართულიანი შენობა შენდება 400 მოსწავლეზე, რომელშიც განთავსდება: 15 საკლასო ოთახი და სპორტდარბაზი. შენობა სრულად აღიჭურვება საჭირო ინვენტარით.
➡️შენობა იქნება სრულად ადაპტირებული, შესაბამისად მოეწყობა პანდუსები, ლიფტი და სველი წერტილები.
➡️განხორციელდა არსებული სპორტდარბაზის შენობის დემონტაჟი, რომელიც რეაბილიტაცია-გამაგრებას აღარ ექვემდებარებოდა.
➡️პროექტის ღირებულება 2 500 000 ლარია.
➡️სასწავლო პროცესის უწყვეტად და შეუფერხებლად წარმართვის მიზნით, მშენებლობის დასრულების შემდეგ დაიწყება სკოლის არსებული შენობის სრული რეაბილიტაციაც და ტერიტორიის კეთილმოწყობა.
➡️დაბა მახინჯაურის სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ასევე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე არჩილ მხეიძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს დელეგატმა მინდია დიასამიძემ და სამინისტროს წარმომადგენლებმა მოინახულეს.
მოითხოვე საჯარო ინფორმაცია
წერილი ხელვაჩაურის მერს
წერილი საკრებულოს თავმჯდომარეს
იდეა უკეთესი ხელვაჩაურისთვის
ელექტრონული პეტიცია
ელ. მმართველობის სისტემა
ტურიზმი
ფოტო/ვიდეო გალერეა
საინფორმაციო დაფა
ძველი ვებ გვერდი
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს მთავრობა
საქართველოს პრეზიდენტი
აჭარის მთავრობა
აჭარის უმაღლესი საბჭო
ქალაქ ბათუმის მერია
ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია
ქედის მუნიციპალიტეტის მერია
შუახევის მუნიციპალიტეტის მერია
ხულოს მუნიციპალიტეტის მერია
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
Skip to content