ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებული კონკურსის გასაუბრების ეტაპი 6 ვაკანტურ პოზიციაზე გაიმართა.
შეგახსენებთ, რომ ვაკანტური იყო:
ქონების მართვის, არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის ხელმძღვანელის პოზიცია.
ბუნებრივი რესურსებისა და აგრარულ საკითხთა სამსახურის ხელმძღვანელის პოზიცია.
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის პოზიცია.
ჯანმრთელობის დაცვის განყოფილების უფროსი სპეციალისტის 2 პოზიცია.
არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის განყოფილების უფროსი სპეციალისტის პოზიცია.
კონკურსის შედეგები რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.



