ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ რეჟიმში გრძელდება.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა დიასამიძემ, ჭარნალისა და სარფის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა.
სოფელი ჭარნალი – სპორტული მოედნის რეაბილიტაცია.
სოფელი სარფი – მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროგრამის ფარგლებში სავიზიტო ბარათი „საქანელას“ მიმდინარე სამუშაოები.
პროექტების ჯამური ღირებულება შეადგენს – 446 682 ლარს.
მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები, მუნიციპალიტეტის მერთან ერთად, საკრებულოს თავმჯდომარემ, თენგიზ ირემაძემ, საკრებულოს წევრებმა და სამსახურის წარმომადგენლებმა მოინახულეს.