ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრებთან მისასვლელი გზების გაწმენდის სამუშაოები დასრულდა.
უწყვეტ რეჟიმში გრძელდება შიდა სასოფლო გზების გაწმენდის სამუშაოები და გადაუდებელი საჭიროების მქონე მოქალაქეებთან მისასვლელი გზები.
24 საათიან რეჟიმში მუშაობს საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბი, მობილიზებულია სხვადასხვა უწყებები და მერიის სამსახურები. უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს საჭიროებისამებრ დახმარების გაწევა.





