ფერმერებისთვის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის გადაცემის პროცესი მიმდინარეობს

ფერმერებისთვის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის გადაცემის პროცესი მიმდინარეობს
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე, აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრთან დენის სალუქვაძესთან ერთად ფერმერებისთვის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის გადაცემის პროცესს დაესწრო.
აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს პროგრამის „სასოფლო-სამეურნეო გაერთიანებებისა და საოჯახო მეურნეობების განვითარების ხელშეწყობა“ ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო წარმოებისთვის საჭირო სხვადასხვა საშუალების თანადაფინანსება მიმდინარეობს.
პროგრამის ფარგლებში თანადაფინანსდება მიმდინარეობს ბაღის მობილური შემასხურებელი აპარატების, წვეთოვანი სარწყავი სისტემების, მარცვლეულის საფქვავების, რძის საწველი აპარატების შეძენა. ასევე ფინანსდება მეფუტკრეობის, მესათბურეობის, სამაცივრე მეურნეობის, ელექტრო ღობის, ჩირის, საოჯახო ღვინისა და სპირტის წარმოებისთვის საჭირო საშუალებებისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენა.
ტექნიკის განაწილებას ესწრებოდნენ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ მხეიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები, ფრიდონ ფუტკარაძე, მინდია დიასამიძე, მინისტრის მოადგილეები და პროგრამების განხორციელების დეპარტამენტის თანამშრომლები.
მოითხოვე საჯარო ინფორმაცია
წერილი ხელვაჩაურის მერს
წერილი საკრებულოს თავმჯდომარეს
იდეა უკეთესი ხელვაჩაურისთვის
ელექტრონული პეტიცია
ელ. მმართველობის სისტემა
ტურიზმი
ფოტო/ვიდეო გალერეა
საინფორმაციო დაფა
ძველი ვებ გვერდი
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს მთავრობა
საქართველოს პრეზიდენტი
აჭარის მთავრობა
აჭარის უმაღლესი საბჭო
ქალაქ ბათუმის მერია
ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია
ქედის მუნიციპალიტეტის მერია
შუახევის მუნიციპალიტეტის მერია
ხულოს მუნიციპალიტეტის მერია
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
Skip to content