ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში თოვლის საფარისგან გზების გაწმენდითი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
სამუშაო პროცესში ჩართულია მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და სხვა უწყებების სპეციალური ტექნიკა. პირველ რიგში იწმინდება ცენტრალური და გადაუდებელი საჭიროების მქონე მოქალაქეებთან მისასვლელი გზები.
ყველა შესაბამისი უწყება და სამსახური, მობილიზებულია და ორიენტირებულია მაქსიმალურად სწრაფ რეაგირებაზე.





