ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სასპორტო სკოლაში, გაიმართა საერთაშორისო ტურნირი კონტაქტურ კარატეში
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სასპორტო სკოლაში, გაიმართა საერთაშორისო ტურნირი კონტაქტურ კარატეში
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სასპორტო სკოლაში, გაიმართა საერთაშორისო ტურნირი კონტაქტურ კარატეში.
მასში ასპარეზობდნენ გოგონები და ვაჟები 35 წონით კატეგორიაში.
ტურნირში მონაწილეობა მიიღო საქართველოსა და ისრაელის 200-მდე სპორტსმენმა.
გამარჯვებულები სასპორტო სკოლის დირექტორმა, ფარნაოზ თედორაძემ, ხელვაჩაურის მერიის წარმომადგენელმა, ზურაბ ზაქარიაძემ და სასპორტო სკოლის თანამშრომლებმა თასებით, სიგელებითა და მედლებით დააჯილდოვეს.
ტურნირი ხელვაჩაურის სასპორტო სკოლის ინიციატივითა და აჭარის კონტაქტური კარატეს ფედერაციის მხარდაჭერით ჩატარდა.