ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით, გაიმართა თოჯინების სახალხო თეატრის 35 წლის იუბილესთან მიძღვნილი ღონისძიება, რომელშიც მოკლედ მიმოიხილეს თოჯინების თეატრის 35 წლიანი მოღვაწეობა.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის თოჯინების სახალხო თეატრმა, აღიარება მოიპოვა როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე.
წარმოდგენის ბოლოს, მადლობის სიგელებით დაჯილდოვდნენ თეატრის ღვაწლმოსილი წევრები.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე მირიან კვირიტიძე და საკრებულოს წევრები.