ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ სკვერში, გაიმართება საზეიმო ღონისძიებები.
ერთად ვიზეიმოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე!
12:00 – 14:00 – ნახატების გამოფენა, თემა: ,,მე მიყვარს საქართველო“.
13:00-13:40 – აკადემიკოს ვახტანგ შამილაძის სტიპენდიანტების დაჯილდოება.
13:40-13:50 – საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დაღუპულთა მემორიალის შემკობა, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ.
14:00 – კულტურული ღონისძიება საქართველოს რეგიონების თემატიკაზე.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლები, ინდივიდუალური შემსრულებლები, შემოქმედებითი ჯგუფები.
#26მაისი #ესდღეჩვენია

