ფრენბურთში ვაჟებს შორის სასკოლო სპორტული ოლიმპიადა ჩატარდა
ფრენბურთში ვაჟებს შორის სასკოლო სპორტული ოლიმპიადა ჩატარდა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სასკოლო სპორტული ოლიმპიადა, რომელიც ხელვაჩაურის სასპორტო სკოლაში სამი დღის განმავლობაში, ფრენბურთში ვაჟებს შორის მიმდინარეობდა, დასრულდა.
მასში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 11 საჯარო სკოლის 132 მოსწავლე მონაწილეობდა.
I ადგილი – კირნათის საჯარო სკოლა.
II ადგილი – ჩიქუნეთის საჯარო სკოლა.
III ადგილი – ფერიის საჯარო სკოლა.
გამოვლინდა ტურნირის საუკეთესო მონაწილე გუნდიც, მონაწილეები შესაბამისი მედლებით, თასებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ.
მონაწილეები, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილე მირიან კვირიტიძემ, საკრებულოს წევრებმა, ხელვაჩაურის სასპორტო სკოლის დირექტორმა და მერიის სამსახურის წარმომადგენლებმა დააჯილდოვეს.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მოსწავლეთა სპორტული ოლიმპიადის ორგანიზებას, ხელვაჩაურის სასპორტო სკოლა, რესურსცენტრთან ერთად ახორცილებს.