ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში თოვლის საფარისგან გზების გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. პროცესში ჩართულია მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული, ასევე საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და სხვა უწყებების სპეციალური ტექნიკა. გზების თოვლის საფარისგან გაწმენდა ხორციელდება როგორც ცენტრალურ, ასევე შიდა საუბნო გზებზე. საჭიროების მიხედვით სამუშაოებში ჩართულია მერიის შესაბამისი სამსახურები.










