ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2025 წელს დაგეგმილი პროგრამებისა და სიახლეების გაცნობის მიზნით, შეხვედრა გაიმართა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2025 წელს დაგეგმილი პროგრამებისა და სიახლეების გაცნობის მიზნით, შეხვედრა გაიმართა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2025 წელს დაგეგმილი პროგრამებისა და სიახლეების გაცნობის მიზნით, შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრ ზაზა შავაძესთან ერთად დაესწრო.
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2025 წლის ბიუჯეტი გასულ წელთან შედარებით 4 805 9720 ლარით გაიზარდა და 36 820 550 ლარს შეადგენს. რომელიც მოიცავს 17 პროგრამას და 12 ქვეპროგრამას.
აჭარის მთავრობის მხარდაჭერით, სამინისტრო 2025 წელს განახორციელებს, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამას, დაფინანსებული იქნება არანაკლებ 2 500 პროექტი, რომლის ბიუჯეტი მიმდინარე წელს არის 3 856 000 ლარი.
მინისტრის განცხადებით – ფერმერების ხელშეწყობის მიზნით, მიმდინარე წელსაც გაგრძელდება სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობების უფასოდ დამუშავება. პროგრამის ფარგლებში, 2 438 ჰექტარ ფართობზე მეტი დამუშავდება შესაბამის აგროვადებში. რისთვისაც დაიხარჯება 1 629 008 ლარი.
2025 წელს გაგრძელდა აგრარული ექსტენციის მიწოდება რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში, სოფლის მეურნეობის სხვდასხვა დარგების მიმართულებებით, ფერმერები და აგრომეწარმეები საველე პირობებში გადიან სწავლება-კონსულტირებას.

შეხვედრას, საქართველოს პარლამენტის წევრი ხელვაჩაურისა და ბათუმის დელეგატი არჩილ ბერიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ხელვაჩარის დელეგატი მინდია დიასამიძე, მერის მოადგილე გიორგი ქარცივაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები არჩილ მხეიძე, ვახტანგ ლორთქიფანიძე, მალხაზ სალვარიძე, მინისტრის პირველი მოადგილე, საკრებულოს წევრები, ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლები, აიპებისა და შპს ხელმძღვანელები და პროგრამების განხორციელების დეპარტამენტის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია
წერილი ხელვაჩაურის მერს
წერილი საკრებულოს თავმჯდომარეს
იდეა უკეთესი ხელვაჩაურისთვის
ელექტრონული პეტიცია
ელ. მმართველობის სისტემა
ტურიზმი
ფოტო/ვიდეო გალერეა
საინფორმაციო დაფა
ძველი ვებ გვერდი
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს მთავრობა
საქართველოს პრეზიდენტი
აჭარის მთავრობა
აჭარის უმაღლესი საბჭო
ქალაქ ბათუმის მერია
ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია
ქედის მუნიციპალიტეტის მერია
შუახევის მუნიციპალიტეტის მერია
ხულოს მუნიციპალიტეტის მერია
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
Skip to content