საქართველოს მთავრობის მიერ ორგანიზებული საახალწლო ღონისძიება გაიმართა.
საქართველოს მთავრობის მიერ ორგანიზებული საახალწლო ღონისძიება გაიმართა.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში საქართველოს მთავრობის მიერ ორგანიზებული საახალწლო ღონისძიება გაიმართა.
სცენის მიმდებარედ მოეწყო მეწარმეთა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.
ღია სივრცეში ასევე შესაძლებელი იყო ცხელი სასმელების დაგემოვნება.
საბავშვო სივრცეში პატარებს თოვლის ბაბუა, ზღაპრის გმირები და ჯამბაზები ეგებებოდნენ, გაიმართა მოსიარულე დრამერების შოუ, კოსტუმირულებული გმირების მსვლელობა და საბავშვო კონცერტი.
მუსიკალური და გასართობი პროგრამის შემდეგ, მოეწყო გალა კონცერტი, მასში დუეტი “ლეონი” და “ღამის შოუს ბენდი” მონაწილეობდნენ.
ღონისძიებას, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე არჩილ მხეიძე, მერის მოადგილეები და საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ.